ექიმი:12 წლის მოზარდს ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული
„12 წლის მოზარდს ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული“, – ამის შესახებ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის ექიმმა, ნაირა ფარტენაძემ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის შესახებ განაცხადა.
როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და კლინიკას, სავარუდოდ, რამდენიმე საათში დატოვებს.
ნაირა ფარტენაძის განცხადებით, მოზარდს კვანძოვანი ნაკერები დაედო.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, მე-7 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე, სავარაუდოდ, ბასრი საგნით დაჭრეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ინციდენტის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.
თავად მოზარდი დაჭრის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო.