პრემიერი: თელავის ქალაქთმშენებლობითი გენერალური გეგმის შემუშავება მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნების“ თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იყალთოს ხევის განაშენიანების რეგულირების გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს თელავის ქალაქთმშენებლობითი გენერალური გეგმის შემუშავება.
„დამტკიცდა იყალთოს ხევის განაშენიანების რეგულირების გეგმა; რისთვის გვჭირდება ჩვენ ეს გეგმა?! იმისთვის, რომ, რა თქმა უნდა, სტიქიური განვითარებები ავიცილოთ თავიდან, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და კანონზომიერი განვითარება გვქონდეს დასახლებულ პუნქტებში.
მიმდინარეობს თუშეთის დასახლებების – ომალოს, დართლოს, ფარსმას, გირევის, დოჭუს, ჯვარბოსელის, შენაქოს, დიკლოს, ინდურთას, ეთელთასა და ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებების – ზემო ალვანისა და ქვემო ალვანის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გეგმაზე მუშაობა. ასევე მიმდინარეობს ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობითი გენერალური გეგმის შემუშავებაც“, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები