სოფო კილაძე: ევროკავშირი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელს,  დოროტა დლოუხი სულიგას შეხვდა.

შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის  გასაძლიერებლად  მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს.

„ჩვენთვის ევროკავშირთან პარტნიორობა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროკავშირი წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით ედგა იმ რეფორმებში, რომელიც მიმდინარეობდა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და ის დღესაც აგრძელებს ამ თანამშრომლობას და მხარდაჭერას. არის საყურადღებო საკითხები, რაზეც ევროკავშირი აქცენტს აკეთებს, მათ შორის, ბავშვთა უფლებების დაცვაზე, შრომის კანონმდებლობის დახვეწაზე, სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმასა  და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც თვისობრივად გააუმჯობესებენ მომავალში ინდივიდების უფლებებს საქართველოში”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები