დღეს არჩილ ტატუნაშვილი 35 წლის გახდებოდა
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ ყოფილ ქართველ სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა.
ამასთან, დღეს მისი გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.
თარიღთან დაკავშირებით, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მთავრობის წევრებიც იმყოფებოდნენ.
“ოჯახს ამ თარიღთან შეხვედრა ტრაგედიით და ტკივილით უწევს. ჩვენი პოზიცია შეურიგებელი იქნება”, – აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.