მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით

უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე საზმაუს ბორდში სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე საუბრობს.
მისი თქმით, ვიდრე მასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა არ იქნება, კონკრეტულს ვერაფერს იტყვის.
“სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით იქამდე, ვიდრე მასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა არ გვექნება, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით.
მე პირადად ამ ადამიანს არ ვიცნობ. აუცილებლად დავინტერესდებით მისი პიროვნებით, ბიოგრაფიით, შეხედულებებით. არ არის გამორიცხული შევხვდეთ და გავესაუბროთ კიდეც მას და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება”- განაცხადა მდინარაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები