2 აპრილს პოეტი ზაურ ბოლქვაძე 85 წლის გახდებოდა

2 აპრილს პოეტი ზაურ ბოლქვაძე 65 წლის გახდებოდა.
„დღეს, 2 აპრილს მამას დაბადების დღეა. ქართველი პოეტი, იუმორისტი, ჟურნალ “ნიანგის” რედაქტორი, ყველასათვის სათაყვანებელი ზაურ ბოლქვძე 85 წლის იქნებოდა…
მისი სპეტაკი და სიკეთით სავსე სული მუდამ ანათებს!“ – წერს პოეტის ფეისბუქის გვერდზე მისი შვილი, ელისო ბოლქვაძე.

ზაურ  ბოლქვაძე (დაიბადა  1933 წლის 2 აპრილს, გუთურში  (ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), გარდაიცვალა 2010 წლის 23 დეკემბერს.
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის განყოფილება. პირველი ლექსი 1951 წელს გამოაქვეყნა, ლექსთა პირველი კრებული „ღელვის დასაწყისი“ — 1961 წელს. ავტორის რამდენიმე პოეტური კრებულია: „ლექსები“ (1964, 1968, 1972, რუსულ ენაზე 1971), „მიწის სიმწვანე“ (1966), „ვარსკვლავები“ (1970) და სხვა. ბოლქვაძის ცალკეული ლექსები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, გერმანულ, პოლონურ და ბერძნულ ენებზე. თარგმნა ნ. ტიხონოვის, ა. ტვარდოვსკის, ბ. ახმადულინას, ილ კუპალას, ე. ლოტიანუს და სხვების ნაწარმოებები.
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები