კახეთში ავარიას 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, „გოლფის“ მარკის ავტომობილი, რომელიც გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობდა, ხრამში გადავარდა.
ავარიის შედეგად, 50-წლამდე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები