ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელმა მისი მოკვლა სცადა

ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ გასულ თვეში, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე 12-დღიანი ომის დროს, ისრაელმა მისი მოკვლა სცადა.

„დიახ, ისინი ნამდვილად ცდილობდნენ. შესაბამისად მოიქცნენ, მაგრამ ვერ შეძლეს“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.

მანვე დასძინა, რომ მკვლელობის მცდელობა მაშინ მოხდა, როდესაც ის შეხვედრაზე იმყოფებოდა.

გარდა ამისა, პეზეშკიანმა თქვა, რომ მისი ქვეყანა „ვერ ხედავს პრობლემას“ ბირთვულ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან კვლავ ჩართვაში, თუმცა მოითხოვს ნდობის აღდგენას.

„არის პირობა. მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებისთვის. როგორ ვენდო ხელახლა შეერთებულ შტატებს?“, – ამბობს ირანის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები