ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი ტრამპი შტატს მიმდინარე კვირის ბოლოს ეწვევა.
დაზარალებულთა შორის ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში მყოფი ბავშვები არიან. ისინი კერის ოლქში იმყოფებოდნენ, სადაც ყველაზე მეტი – 75 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 25 მოზარდია. ბანაკი მდინარე გვადალუპეს ნაპირზე იყო მოწყობილი.
ამ დროისთვის ტეხასის რამდენიმე ოლქში წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება კვლავ მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წყალდიდობა ტეხასში 4 ივლისს დაიწყო და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.