მერაბ ჯოხაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

4 აპრილს, 19:00 საათზე,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში მერაბ ჯოხაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მერაბ ჯოხაძე პროფესიონალი მხატვარია, მრავალი პერსონალური გამოფენის ავტორი და მხატვართა კავშირის წევრი.
მერაბ ჯოხაძემ 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ამავე წლიდან თავისი შემოქმედება დაუკავშირა კინემატოგრაფიას დამდგმელი მხატვრის სპეციალობით. გააფორმა 11-მდე მხატვრული ფილმი, მათ შორის: „ფერმა მთაში“, „იმედის მწვანე კუნძული“, „ლომა“, „ლომა – დავიწყებული მეგობარი“, „გაღმა ნაპირი“, ასევე მრავალი სასწავლო სახელმძღვანელო და მხატვრული ლიტერატურა.
მერაბ ჯოხაძის ნამუშევრები  სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში ინახება.
გამოფენა  10 აპრილს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები