ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიცია“ – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.
ნიკოლოზ ანთიძის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი „საკანონმდებლო მაცნეშიც“ გამოქვეყნდა.
ძველი ქართული საისტორიო მწერლობა ებრაელთა საქართველოში მოსვლას ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებასა და იავარქმნას უკავშირებს (ძვ. წ. 586 წ.).  ქართველი და ებრაელი ხალხი დღემდე ინარჩუნებს მეგობრობის უნიკალურ ტრადიციას.
თბილისში დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი ფუნქციონირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები