რაპიდსა და ბლიცში ევროპის ქალთა 2018 წლის ჩემპიონატი გაიმართა

თბილისის მერიის მხარდაჭერით, რაპიდსა და ბლიცში ევროპის ქალთა 2018 წლის ჩემპიონატი გაიმართა. ღონისძიება თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუწნარიამ გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„აღნიშნული ღონისძიება ევროპის საჭადრაკო კავშირის 2018 წლის მთავარ კალენდარშია მოხვედრილი. მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატში 19 ქვეყნის 86 ქალი იღებს მონაწილეობას, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოდან. ჩემპიონატის მიზანია, საქართველო წარმოაჩინოს, როგორც საჭადრაკო ცენტრი. თბილისის მერია ყველა იმ მიმართულებას აქტიურად უჭერს მხარს, რომელშიც ქალები არიან ჩართული“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ჩემპიონატი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით იმართება და მასში მოჭადრაკე ქალები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან მონაწილეობენ. ღონისძიების მიზანი საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაციაა.

ღონისძიებაში სულ 20-მდე ქვეყნის 80-ზე მეტი ბენეფიციარი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები