გიორგი მღებრიშვილი: გასაჯაროვდება ის ობიექტები, სადაც, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, რისკებია

მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს აქვთ უფლება იცოდნენ, სად იქნება მათი უსაფრთხოება და სიცოცხლე დაცული, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, გამოვლენილია ძალიან ბევრი ობიექტი და დამაკმაყოფილებელთან ახლოსაც კი ვერ არის ის სიტუაცია, როგორიც უნდა იყოს.

მისი თქმით, დაწერილია არაერთი ჯარიმა, გაცემულია არაერთი რეკომენდაცია და, სიტუაციის გამოსასწორებლად, გონივრული ვადებია მიცემული.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები აქტიურად ამოწმებენ სხვადასხვა ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებს. ჩვენ პრიორიტეტად ავიღეთ საგანმანათლებლო ობიექტები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. დაწერილია არაერთი ჯარიმა, გაცემულია არაერთი რეკომენდაცია, მიცემულია გონივრული ვადები სიტუაციის გამოსასწორებლად. უახლოეს მომავალში ვაპირებთ გავასაჯაროოთ ყველა იმ ობიექტის ნუსხა, სადაც ასე თუ ისე არის რისკები ამ მიმართულებით. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი გვაქვს მომზადებული, რომლითაც მაქსიმალურად ვამკაცრებთ სანქციებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს აქვთ უფლება იცოდნენ, სად იქნება მათი უსაფრთხოება და სიცოცხლე დაცული”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები