მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ მიმდინარეობს

კულტურისა და განათლების ფონდის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთობლივი ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, კინოფესტივალი „თაობა“ იმართება.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში ახალგაზრდული კინოფესტივალის „თაობას“ გახსნის ცერემონია 29 მარტს გაიმართა.

თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტოს განათლების სამსახურის უფროსმა და კინოს მიმართულების კურატორმა ნანა დოლიძემ ფესტივალის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ მონაწილე ახალგაზრდებს კინოფესტივალის გახსნა მიულოცეს.

პროექტი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხორციელდება. ახალგაზრდული კინოფესტივალი, როგორც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება, მომავალი წლიდან ყოველწლიურ სახეს მიიღებს. პროექტის მიზანი ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება და კინოხელოვნების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენებაა. „თაობაში“ საქართველოში მცხოვრები 13-18 წლის 300 ახალგაზრდა მონაწილეობს. კინოფესტივალის დირექტორი ლევან დვალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები