გიორგი კვირიკაშვილმა ვანისა და ხონის მაჟორიტარად გივი ჭიჭინაძე წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხონის კულტურის ცენტრში ამომრჩევლებს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე წარუდგინა.

როგორც პრემიერმა კანდიდატის დახასიათებისას აღნიშნა, ის არის გულისხმიერი ადამიანი, რაც მაჟორიტარისთვის აუცილებელი თვისებაა.

„მინდა აღვნიშნო ბატონი გივის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, – ეს არის გულისხმიერება. მას არ შეუძლია უყურადღებოდ დატოვოს ვინმეს გასაჭირი. ეს თვისება აუცილებელია მაჟორიტარისთვის, ვინაიდან გაითავისოს ყველა ადამიანის ტკივილი და სიხარული“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და ვანისა და ხონის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი ლილუაშვილს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, 2018 წლის 28 აპრილს გაიმართება. შუალედური არჩევნები იმის გამო დაინიშნა, რომ ვანისა და ხონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები