“შესაძლოა, ფაროსანა საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი” – რუსეთი აფხაზეთიდან ხილის და თხილის შეტანას კრძალავს

რუსული სააგენტო „რასიისკაია გაზეტა“-ს ცნობით, 2 აპრილიდან აფხაზეთიდან რუსეთში ხილის და თხილის შეტანის სრული აკრძალვა ფაროსანას გამო ამოქმედდება, რომელიც განუსაზღვრელი ვადით გასტანს. ამავე დროს, როგორც ამ მედია საშუალებას „როსსელხოზნადზორში“ განუცხადეს, აღნიშნული მავნე მწერი, შესაძლოა ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში ყოფილიყო ხელოვნურად გამოყვანილი.
უწყების ოფიციალური წარმომადგენელი იულია მელანო აცხადებს, რომ „ჯერ-ჯერობით აფხაზური მხარე ვერ იძლევა გარანტიებს იმისა, რომ უმოკლეს დროში თავად შეძლებს ამ მავნებელს მოერიოს. არ გამოვრიცხავთ, რომ საქმე ეხება რაიმე ბიოლოგიურ იარაღს.“ მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე ბიოლაბოროტორიაა და არავინ იცის, რით არიან ისინი დაკავებულნი.
გამოცემა ასევე წერს, რომ აქამდე „როსსელხოდნადზორი“ უკვე აღნიშნავდა რუსეთში სწორედ ამ რეგიონიდან ღორების აფრიკული ჭირის შეტანის ფაქტებს, მით უმეტეს, რომ დასნებოვნება წარმოუდგენლად სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები