დავით ნარმანია: დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში გენგეგმა კარგი დოკუმენტი იქნება

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია, თბილისის გენერალური გეგმის მიღებასთან დაკავშირებით, მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. ის იმედოვნებს, რომ გენგეგმაში არ დარჩება ისეთი საკითხი, რომელზეც ვერ შეთანხმდებიან მხარეები.

მისივე თქმით, გენგეგმა მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ქალაქის სამომავლო განვითარებისთვის.

“გენგეგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ჩვენი ქალაქის სამომავლო განვითარებისთვის, ამიტომ ის მაქსიმალურად შეჯერებული ფორმით უნდა მიიღონ. არ მგონია, სამუშაო შეხვედრების მერე, რომელიც გაიმართება, დარჩეს ისეთი საკითხი, რაც იქნება შეუთანხმებელი. მნიშვნელოვანია ის, რომ ზონირებასთან დაკავშირებული საკითხი ერთ-ერთი საკვანძოა და ამიტომ, გენგეგმის წარმომადგენლებმა და დედაქალაქის მერიამ, ერთად უნდა გაიარონ. დარწმუნებული ვარ, კარგი დოკუმენტი იქნება საბოლოო ჯამში მიღებული”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები