რომან კაკულია: მაია ცქიტიშვილს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.

„მე მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენი კომიტეტის ზედამხედველობისსფეროში არსებული უწყებაა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი განცხადებით, მაია ცქიტიშვილს საჯარო სამსახურის რეფორმირების პროცესში დიდი წვლილი მიუძღვის და ის სამინისტროს ფუნქციონირებას მეტად ეფექტურს გახდის.

„მაია ცქიტიშვილს დიდი წვლილი აქვს ზოგადად საჯარო სამსახურის რეფორმის პროცესში. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ყველა ის დეტალი, რომელიც დაკავშირებულია ზოგადად სახელმწიფო სამსახურის ფუნქციონირებასთან ასევე, მისი ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების მთავარ გამოწვევებთან და მათ ეფექტურობასთან“,- აღნიშნა კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები