გია გვაზავა: მსოფლიომ დღეს კრემლის სახე აჩვენა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა მიესალმება იმ ფაქტს, რომ ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ, საერთაშორისო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოც შუერთდა.
როგორც გვაზავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსოფლიომ დღეს კრემლის სახე აჩვენა.
„მსოფლიომ დღეს კრემლის სახე აჩვენა. ძალიან კარგია, რომ საქართველო ღიად შეუერთდა ამ პროცესს. მსოფლიო მიხვდა კრემლის ზრახვებს. დღეს ისეთი დაუცველები აღარ ვართ, როგორც 2008-ში ვიყავით, ან მანამდე, – ეს ნამდვილად ასეა. საინტერესო ის არის, რომ, როცა 250 ათასი ჩეჩენი გაწყვიტეს, ქართველები გაწყვიტეს და კიდე სხვა… ასეთი რეაქცია არ ჰქონია მსოფლიოს და ძალიან ცუდია, რომ არ ჰქონდა, სკრიპალების საქმემ დაძრა ეს ყველაფერი. ქვეყნების პრესტიჟს შეეხო. დიპლომატების გაძევება, ეს მხოლოდ დიპლომატიური თამაშებია, გაცილებით ეფექტური და მნიშვნელოვანია სანქციები. არიან რუსული კომპანიები, რომლებიც ამ სანქციებს მაინცდამაინც არ ექვემდებარებიან, თუ მსოფლიომ, პირველ რიგში კი ამერიკამ შეძლო, ამ კომპანიების გაჩერება და მათთან თანამშრომლობის შეწყვეტა, ეს გაცილებით ეფექტურ შედეგებს მოიტანს“, -აღნიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს, საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად, შვიდდღიან ვადას აძლევს.
ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები