ნინო თანდილაშვილი OECD-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ წარმოდგენილი ანგარიშის „ფინანსური რესურსების მობილიზება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ღონისძიებებისათვის საქართველოში“ პრეზენტაციას დაესწრო.

მინისტრის მოადგილემ, მისასალმებელ სიტყვაში, მადლობა გადაუხადა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას და გერმანიის მთავრობას ღონისძიების ორგანიზებისთვის. ნინო თანდილაშვილმა კლიმატის ცვლილებების სფეროში დაფინანსების მოზიდვის საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა და  ყურადღება სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სექტორის მიერ მწვანე ინიციატივების მხარდაჭერის საკითხზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საუბარი კლიმატის ცვლილებების შესახებ ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავების მნიშვნელობას და დაფინანსების მოზიდვის საკითხებს შეეხო.

გამართულ შეხვედრას საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, კლიმატის ცვლილების საკითხებში  ექსპერტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები