ნინო წილოსანი: იმედი მაქვს, რომ სახალხო დამცველი საზმაუს ბორდში კანდიდატად ია მამლაძეს წარადგენს

პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ია მამალაძის წარდგენას ეხმაურება. წილოსანის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სახალხო დამცველი სწორედ მას წარადგენს საზმაუს ბორდში კანდიდატად, რათა ბორდის მუშაობას თავისუფალი სიტყვა და ჯანსაღი პრინციპები განაპირობებდეს.

“პირადად ვიცნობ „გურია ნიუსის“ დამფუძნებელ ია მამალაძეს და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ის მაღალი პროფესიონალიზმით, კომპეტენტურობით და პრინციპულობით გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მედიასაშუალება „გურია ნიუსი“ არაერთხელ ყოფილა ჩემ მიმართ კრიტიკული, ზუსტად ვიცი, რომ სწორედ ასეთი კრიტიკული ხედვა და სიტყვის თავისუფლება გვიბიძგებს, გავაკეთოთ უფრო მეტი და გავაუმჯობესოთ ჩვენი მუშაობის შედეგები.

იმედი მაქვს, რომ სახალხო დამცველი სწორედ მას წარადგენს საზმაუს ბორდში კანდიდატად, რათა თავისუფალი სიტყვა და ჯანსაღი პრინციპები განაპირობებდეს ბორდის მუშაობას”,- განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები