ზაზა გაბუნია: მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას, მაია ცქიტიშვილის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით

პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ზაზა გაბუნია ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაია ცქიტიშვილი, როგორც მაღალი დონის პროფესიონალი, შემოუერთდა პროცესს.

“წინ გვაქვს მნიშვნელოვანი რეფორმები და მივესალმები ქალბატონი მაიას ამ პროცესში მინისტრის რანგში შემოსვლას. მივესალმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ქალბატონი მაია ცქიტიშვილის ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით. თვითმმართველობის გაძლიერების, დეცენტრლიზაციის და რეგიონების განვითარების მიმართულებით, წინ გვაქვს დიდი რეფორმები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონი მაია, როგორც მაღალი დონის პროფესიონალი, შემოუერთდა ამ პროცესს”- განაცხადა გაბუნიამ.

ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა. მინისტრობის ახალი კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები