უწევთ თუ არა გამოცდის ჩაბარება და რა სანქციები ემუქრებათ მძღოლებს – 1 აპრილიდან ძველი მართვის მოწმობები ძალადაკარგულად ითვლება

2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს, 2018 წლის 1-ლი აპრილიდან იურიდიული ძალა აღარ ექნებათ.

იმისათვის, რომ მოქალაქემ ახალი მართვის მოწმობა აიღოს, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში უნდა წარადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა N 100), პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის საფასური 15 ლარია, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში აღდგენა-35 ლარი.

შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1-ელ აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. პირი ავტომობილის მართვას მას შემდეგ შეძლებს, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მართვის მოწმობის შეცვლის მსურველებს თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება არ მოუწევთ.

ხოლო მათ, ვინც 2006 წლის პირველ აპრილამდე აიღეს მოწმობა, მაგრამ შემდეგ შეცვალეს/განაახლეს, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და არ არის საჭირო მათი გამოცვლა.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ავტომობილს ძალადაკარგული მართვის მოწმობით მართავს, 500 ლარით დაჯარიმდება, როგორც მართვის მოწმობის არმქონე პირი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2014 წლის 1-ელი მარტიდან შევიდა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები