ირაკლი კობახიძე NDI-ის ექსპერტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მოწვეულ ექპერტს, მარი-ანდრე ლაჟუას  შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლორა თორნტონიც ესწრებოდა, ექსპერტმა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის სასწავლო ცენტრის საჭიროებათა კვლევის შედეგები და რეკომენდაციები წარუდგინა და პარლამენტებში სასწავლო ცენტრების ფუნქციონირების შესახებ საერთაშორისო მოდელები გააცნო.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა  რეკომენდაციები, რომლებიც საპარლამენტო სასწავლო ცენტრის საქმიანობას კიდევ უფრო მოქნილსა და მობილურს გახდის.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოხდება წარმოდგენილი რეკომენდაციების განხილვა და  შემოთავაზებული ვარიანტებიდან ყველაზე მეტად მისაღები მოდელი აირჩევა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან და სხვა საერთაშორისო დონორებთან გაგრძელდება.

შეხვედრაში მონაწილეობა აგრეთვე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ნიკოლოზ სამხარაძემ მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები