კახა კალაძე: საუბრები, რომ გენგეგმა ჩააგდეს – არასწორია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საუბრები, რომ „გენგეგმა ჩააგდეს“, არასწორია, კალაძის თქმით, გენგეგმა არ ჩავარდება. შესაბამისი განცხადება დედაქალაქის მერმა „TV პირველის“ ეთერში საუბრისას გააკეთა.
„საუბრები, რომ გენგეგმა ჩააგდეს, არასწორია. გენგეგმა არ ჩავარდება. დოკუმენტი, რომელიც იქნება მიღებული, იქნება ხარისხობრივად მაღალი. გავაგრძელებთ თუ არა იგივე გუნდთან ერთად მუშაობას, ორშაბათს გახდება ცნობილი. უამრავი შეხვედრა მიმდინარეობს „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან და კარგია, რომ მათ ამაზე დღეს ისაუბრეს და თავად თქვეს, რომ არის მნიშვნელოვანი თემები, რომელსაც სჭირდება დახვეწა, კვლევები და ა. შ. თუნდაც ტრანსპორტის საკითხში თვითონვე თქვეს, რომ ქალაქს მასტერპლანი არ გააჩნია, ანუ ტრანსპორტის განვითარების გრძელვადიანი გეგმა. შესაბამისად, ჩვენ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რაც არის მოცემული, რომ კარგი იქნებოდა ქალაქის განივი განვითარება, რკინიგზის გადატანა, ხიდების გაკეთება, შეუძლებელია ამ ყველაფრის განხორციელება, თუ კვლევები არ ჩატარდება. ამიტომ ვამბობთ, რომ არის ხარვეზები, რომელიც გამოსასწორებელია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები