NDI მედიას დღეს პოლიტიკურ რეიტინგებს წარუდგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას დღეს, აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, თემაზე: “საზოგადოების განწყობა საქართველოში” გააცნობს. როგორც “კვირას“ NDI- ის საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური რეიტინგები. კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართება.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 3,942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC საქართველო ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები