გარდაბანში ავტომანქანამ ქვეითად მოსიარულე 19 წლის მამაკაცი იმსხვერპლა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ტრაგედიამდე ახალგაზრდა მამაკაცმა სამარშრუტო ტაქსი გზის მეორე მხრიდან გააჩერა და გზაზე გადაირბინა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მორაობის უსაფრხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები