„უღირსობა და ფსკერი“ – ლევან ბეჟაშვილი პაპუნა უგრეხელიძის ბრალდებას პასუხობს

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი, სოციალურ ქსელში, საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„ჟურნალისტი დამიკავშირდა და პაპუნა უგრეხელიძეზე კომენტარი მთხოვა. უარის სათქმელად მოვემზადე, რადგან მასთან მრავალწლიანი (სტუდენტობიდან) კარგი მეგობრობა მაკავშირებდა და მის სახელთან დაკავშირებული სკანდალური ინფორმაცია სასიამოვნო მოსასმენი არ იყო ჩემთვის. მთავარი მოულოდნელობა თურმე წინ მელოდა. პაპუნას თავის განცხადებაში მე ვუხსენებივარ….
პაპუნამ სექსუალურ შევიწროვებაში მისი დადანაშაულება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა და ირიბად თუ პირდაპირ, ჩემ სახელთან დააკავშირა.
თვალწინ დამიდგა სტუდენტობა, ერთად გატარებული წლები… რად უნდა გიღირდეს ქალზე შურისძიება, რომ ყველაფერს ამას ხაზი გადაუსვა უღირსი სპეკულაციით?!
მხოლოდ ფაქტები:
1. დაზარალებულის სახელი დღეს, მისი პოსტიდან შევიტყვე. (ამ ინფორმაციის გაჟღერიბით, პაპუნამ უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა).
2. დაზარალებული ჩემი ყოფილი მეუღლის ნათესავია. არც მასთან და არც სხვა ნათესავებთან, 10 წელზე მეტია ურთიერთობა არ მაქვს, სამწუხაროდ. არც მათ კარიერულ წინსვლაში არ მიმიძღვის წილი, მათ ჩემს პოლიტიკაში მოსვლამდე ბევრად ადრე დაიწყეს მუშაობა და თავაინთი პროფესიონალიზმით აღწევდნენ წარმატებას.
3. დაზარალებული ქალბატონი ღირსებით სავსე, წესიერი ადამიანია. ვუცხადებ სრულ ნდობას და მხარდაჭერას.
უღირსობა და ფსკერი! – აი ეს კომენტარი შეიძლება გქონდეს ადამიანში იმედგაცრუების მერე“,- წერს ლევან ბეჟაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები