ვინ და რატომ გამორთო სიგნალიზაცია კემეროვოს ალმოკიდებულ სავაჭრო ცენტრში

კემეროვოში, სავაჭრო ცენტრ „ზიმნაია ვიშნიას“დაცვის თანამშრომელმა განმარტა, თუ რატომ გამორთო სიგნალიზაცია, რომელიც ხანძრის დროს ჩაირთო. აღნიშნული დაცვის თანამშრომელი ხანძრის შემდეგ დააკავეს. მისი თქმით, ის არა ერთხელ ცდილობდა ადმინისტრაციისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მრავლობითი დარღვევების შესახებ. თუმცა, მის სიტყვებს იმის შესახებ, რომ ყოველდღიურად ასობით ადამიანი საფრთხის წინაშე დგებოდა, არავინ აქცევდა ყურადღებას. მისი განმარტებით, სახანძრო სიგნალიზაცია პერიოდულად თვითნებურად ირთვებოდა და ხშირად უწევდათ მისი გათიშვა. სწორედ ასე ახსნა მან თავისი საბედისწერო ნაბიჯი.
„როდესაც ჩვენთან თვითნებურად ირთვებოდა სიგნალიზაცია, ასე ხდებოდა ხოლმე, ვერ ვთიშავდით და სისტემის სპეციალისტს ვიძახებდით ხოლმე. მუდმივად ვეუბნებოდით ხელმძღვანელობას, კერძოდ კი ბოგდანოვას და სობოლევს, რომ არის დარღვევები სავაჭრო ცენტრში“–დაცვის თანამშრომლის ამ განცხადებას ტელეგრამ–არხი „მეში“ ციტირებს. დაკავებულის თქმით, საევაკუაციო გასასვლელები იყო გადაკეტილი სამშენებლო მასალებით, ნაგვის ტომრებით.
რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, 25 მარტს, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად, დაიღუპა 65 ადამიანი, მათ შორის 41 ბავშვია. რამდენიმე ათეული ადამიანი უგზო–უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები