ზაზა გაბუნია: პრემიერის ინიციატივა აეროპორტთან დაკავშირებით, სასარგებლო ინფორმაციაა, რაც ტურისტების ნაკადის ზრდაზე აისახება

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, პრემიერის ინიციატივა აეროპორტთან დაკავშირებით, ტურისტების ნაკადის ზრდაზე აუცილებლად აისახება.

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მოცემულ ეტაპზე ქვეყანას სჭირდება ბევრი ასეთი პროექტი. აეროპორტები, რკინიგზა, ხიდები და გვირაბები, ახალი გზები და ინფრასტრუქტურა. მით უფრო გვჭირდება იქ, სადაც ყველასთვის თვალსაჩინოა ადგილობრივი მოსახლეობის თუ საერთაშორისო ტურისტების სიმრავლე, ასეთი მიზიდულობის ადგილი ნამდვილად არის კახეთი და ამ ინიციატივას ექნება ყველა ეტაპზე სასიკეთო გავლენა.

ეს ინიციატივა სასრგებლოა ახლაც, რადგან მიიპყრობს უფრო მეტი ტურისტის ყურადღებას და მით უმეტეს, დიდი შედეგის მომტანი იქნება მისი სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, რადგან კახეთის და მთლიანად საქართველოს ტურისტული პოტენციალი შეიძლება ითქვას ამოუწურავია”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები