გეგმიური მოტორიზებული პატრული ბალხის პროვინციაში

0

ავღანეთში, გერმანულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრებმა ასეულმა გეგმიური მოტორიზებული პატრული განახორციელეს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა პატრულირება ბალხის პროვინციაში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფის მიმდებარე სოფლებში ჩაატარეს.
მოტორიზებულ პატრულში სწრაფი რეაგირების ნაკრები ასეულის პირველი ოცეული მონაწილეობდა. პატრული ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი საპატრულო რაიონის კონტროლი და ძალის დემონსტრირება იყო.
IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „მარმალზე“ ასრულებს.
ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება და სამხედრო ბაზის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო რაიონის კონტროლია.

კომენტარები

კომენტარი