იმერეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28  ფაქტი გამოავლინეს.

ხონის, წყალტუბოს, ბაღდათის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში გაჩერებული ავტომანქანების მძღოლებმა, დასავლეთ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარუდგინეს. ამოღებული  ხე-ტყის ოდენობა  50 მ3 შეადგენს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები