დავით მათიკაშვილი: საერთაშორისო პარტნიორებისგან გვაქვს სრული მხარდაჭერა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გადადგმულ ნაბიჯებში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, შეხვედრებზე, რომელსაც ქართული დელეგაცია ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში მართავს, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გადადგმულ ნაბიჯებში, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
„მნიშვნელოვან შეხვედრებს ვმართავთ ფორუმის ფარგლებში. ჩვენ შევხვდით ბოლივიის, ინდონეზიის, ჩინეთის, გერმანიის დელეგაციებს. ძირითადი თემა იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ხაზგასმა, ასევე, ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. საერთაშორისო პარტნიორები აღგვითქვამენ სრულ მხარდაჭერას ჩვენ მიერ გადადგმულ ამ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებში, რასაც ჰქვია ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის დაცვა”,- აღნიშნა დავით მათიკაშვილმა შეხვედრების კომენტირებისას.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, 24-28 მარტს მონაწილეობას იღებს ჟენევაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები