რიკოთზე სატვირთო ავტომობილის აალებისას მძღოლი დაიღუპა

რიკოთზე, სოფელ თხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შედეგად, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე -5 ნაწილით დაიწყო.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ რიკოთზე სოფელ თხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც სავარაუდოდ აალებადი ნივთიერება გადაჰქონდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები