ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ზღვის უბნის (თემქა) მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში, რამდენიმე კორპუსის დამაკავშირებელი შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაცია დღეს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, 1 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიური.

ზღვის უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

„რაიონის მასშტაბით საგზაო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წელს ზღვის უბნის დასახლებაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, უპრეცედენტოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება. მსგავსი ტიპის პროექტები სხვა მისამართებზეც გაგრძელდება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

აღნიშნულ მისამართზე კეთილმოწყობილი გზით ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, სკოლა „თამარიონის“ მოსწავლეები, ასევე, N60 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ისარგებლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები