„ხვამლი“ მონაკოს ტურნირზე გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს

 სარაგბო კლუბი „ხვამლი“ მონაკოში U8-U10-U12 ტურნირზე მიემგზავრება, რომელსაც მონაკოს პრინცესა შარლინი აწყობს. ჩემპიონატში მსოფლიოს 12 ქვეყნის გუნდები მონაწილეობენ. პირველი ჯგუფის თამაშებს „ხვამლი“ საბერძნეთის, ესპანეთისა და ლატვიის გუნდებთან გამართავს.
გუნდში აღნიშნავენ, რომ ტურნირზე შემართებით მიემგზავრებიან და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
„ხვამლი“ გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, ახალ სარაგბო კომპლექსში ვარჯიშობს. გუნდის მთავარი მწვრთნელი როინ ბრეგვაძე, ხოლო პრეზიდენტი დავით ცხვედიანია.
ტურნირის ორგანიზებისთვის „ხვამლი“ მადლობას უხდის მონაკოში მოღვაწე ყოფილ ბორჯღალოსანს, მამუკა მაგრაქველიძეს.
მონაკოს ტურნირი 31 მარტს გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები