სოლომონ პავლიაშვილმა სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგოლე სოლომონ პავლიაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც მხარის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე, აღინიშნა, რომ პროცესში სამინისტროს ყველა უწყება, თვითმმართველობებთან და სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად, კოორდინირებულად იქნება ჩართული. დამონტაჟდება მონიტორინგის სიტემები და შედეგების მიხედვით დაიგეგმება ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები