რუსთავში, გაზით ბავშვები და ქალი მოიწამლნენ

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირით სამი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ორი ბავშვია.
არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაციის შედეგად, 29 წლის ქალი და ორი მცირეწლოვანი: 10 წლის გოგონა და და 8 წლის ბიჭი კლინიკა „რუსთავში” გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი წყლის გამათბობელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები