თელავში, ავარიას 23 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

თელავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანა, სადაც სამი ადამიანი იჯდა, ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ექიმის ინფორმაციით, მამაკაცი გულმკერდის დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ახალგაზრდა კი, თავის ტრავმებით, ნეიროქირურგის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები