რა პროფესიის დეპუტატები ჰყავს საქართველოს პარლამენტს – მათი დიპლომები და ცოდნის ხარისხი

საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა ყველაზე დიდი რაოდენობა სამართალმცოდნეობის სპეციალისტია. დეპუტატების განათლების შესახებ ინფორმაციას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) პარლამენტის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს. განათლების მიმართულებების მიხედვით, პროპორციული გათვლით, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მკვეთრად გამოხატული განსხვავება არ არის. დეპუტატთა უმრავლესობამ განათლება საქართველოში, სხვადასხვა სახელმწიფო სასწავლებელში მიიღო. მხოლოდ ხუთ დეპუტატს აქვს საზღვარგარეთ განათლება მიღებული (იგულისხმება სწავლების სრული კურსის გავლა, რომელიც დასტურდება აკადემიური ხარისხის დიპლომის მინიჭებით და არა მოკლეხნიანი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები).10346833_861526207208730_86824799_n
პარლამენტის აპარატის მიერ IDFI-სთვის მიწოდებულ დეპუტატთა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლებში პარლამენტის 5 წევრის დიპლომის ასლი არ აღმოჩნდა. ესენი არიან: გიორგი გაბაშვილი, ლევან ქარდავა, გიორგი ქავთარაძე, რევაზ შავლოხაშვილი და ნუგზარ წიკლაური. აღნიშნული დეპუტატები საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით შემდეგ სპეციალობებს ფლობენ: გაბაშვილი გიორგი – გერმანული ენა-ლიტერატურა; ქარდავა ლევან – სამართალმცოდნეობა; ქავთარაძე გიორგი – დრამის რეჟისორი; შავლოხაშვილი რევაზი – თვითმფრინავთმშენებლობა, წიკლაური ნუგზარი – ქართული ენა და ლიტერატურა.
როგორც პარლამენტის აპარატის დოკუმენტაციიდან ირკვევა, საქართველოს 49 დეპუტატი ფლობს იურისტის დიპლომს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე. 26 პარლამენტარი ეკონომისტია, 14 – ექიმი.
19 დეპუტატს განათლება ინჟინერიის მიმართულებით აქვს მიღებული, 13-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, 6 დეპუტატი კი აგრონომიისა და სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალისტია. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან 19 ფლობს ერთდროულად ორ, 5 კი სამ სპეციალობას. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს წევრთგან მაგისტრზე მაღალ ხარისხს სულ 25 დეპუტატი ფლობს. ამათგან 17 მეცნიერებათა კანდიდატია, 8 – დოქტორი, 5 – პროფესორი, 1- აკადემიკოსი, 1 მეცნიერებათა აკადემიის ასოცირებული წევრ-კორესპოდენტი, ასევე ერთი საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი.10276458_861526240542060_1342291698_n
IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 7 ისტორიკოსი, 2 ფილოსოფოსი და 12 ფილოლოგია წარმოდგენილი (მათ შორის 6 ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, სამ-სამი კი გერმანული და ინგლისური ენა-ლიტერატურის).
ამასთანავე, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილია: 2 პოლიტიკის მეცნიერების, 3 სახელმწიფო მმართველობის, 2 საერთაშორისო ურთიერთობების და 1 მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის სპეციალისტი. სამი დეპუტატი ფლობს ჟურნალისტის დიპლომს. ასევე, სამს აქვს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სპეციალისტის კვალიფიკაცია, ერთს სამხედრო-პოლიტიკური, ერთი დეპუტატი კი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების განათლებითაა. პარლამენტში თეატრალური და სახვითი ხელოვნებების დარგების სპეციალისტებსაც შევხვდებით, რომელთა რაოდენობა ათს აღწევს.
ზემოხსენებული სპეციალობების გარდა, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არის განათლების სხვა დარგებიც, მაგალითად: აღმოსავლეთმცოდნეობა (3), ფსიქოლოგია (1), ღვთისმეტყველება (1), არქიტექტურა (1) და სხვ.

10318844_861526227208728_1273570063_n

10318748_861526213875396_1074587652_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები