ზურაბ აბაშიძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზურაბ აბაშიძემ წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს შვილის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

“არჩილ ტატუნაშვილი ღირსეულად უნდა მივაბაროთ მიწას, შემდეგ უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რათა დამნაშავე თუ დამნაშავეები დაისაჯონ”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები