ნინო სუთიძე: ისე არასდროს არ მიჭირდა, რომ ქორწილი ვერ გადამეხადა
ნოშრევან ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძე ბიზნესმენ გოგა ზაქაიძის განცხადებებს სიცრუეს უწოდებს. ნინო სუთიძე ზაქაიძის განცხადებას, რომ მან ნოშრევან ნამორაძეს საქორწინო საჩუქრად აგარაკი უყიდა, აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი საჩუქარი გოგა ზაქაიძისგან არ მიუღია, რადგან აგარაკი ფირმამ საკუთრებაში არსებულ ფართში გაცვალა და აგარაკი მიიღო როგორც ნოშრევან ნამორაძემ, ასევე გოგა ზაქაიძემ.
ნინო სუთიძე აცხადებს, რომ გოგა ზაქაიძე, მიუხედავად იმისა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს და ამის შედეგად დააკავეს, დღემდე დავით კოდუასთან მეგობრობას აგრძელებს. სუთიძე აცხადებს, რომ მისთვის ზაქაიძეს არც ძვირად ღირებული ავტომობილი უჩუქებია. გამოტანილი ავტომობილის თანხა ამის შემდეგ უნდა ეხადა გოგა ზაქაიძეს, ეს არის ის ავტომობილი, რომლიდანაც ჩამომსვეს და სახელმწიფოს გადასცეს, – განაცხადა ნინო სუთიძემ.
მისი თქმით, გოგა ზაქაიძის არც ის განცხადება შეესაბამება სიმართლეს, რომლის მიხედვით მან ნოშრევან ნამორაძეს ქორწილი გადაუხადა.
“ისე არასდროს არ მიჭირდა, რომ ქორწილი ვერ გადამეხადა”, – აღნიშნავს ნინო სუთიძე.