შსს-ს გენინსპექციის უფროსად ირაკლი სამყურაშვილი დაინიშნა
ეს ინფორმაცია “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ირაკლი სამყურაშვილი გენინსპექციის ყოფილი უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის მოადგილე იყო. ჯანყარაშვილმა გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა აპრილში დატოვა.