კახა კალაძე: თბილისის სატრანსპორტო კომპანია არ იქნება ორიენტირებული ჯარიმების გზით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე

„კომპანია “სითი პარკის” მხრიდან არის მცდელობა, ხელშეკრულების გაწყვეტის პროცესი განიხილოს პოლიტიკურ ჭრილში, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“ – ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 10 აპრილიდან განახორციელებს შესაბამის სამუშაოებს კეთილსინდისიერად და არ იქნება ორიენტირებული ჯარიმების გზით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე.
“დღეს კიდევ ერთხელ შევეხები კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს. როგორც იცით, 10 აპრილიდან პარკირების სისტემის მართვას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს კეთილსინდისიერად და არ იქნება ორიენტირებული ჯარიმების გზით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. პარკირების საფასურიდან შემოსული ყოველი თეთრი მოხმარდება თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას და არსებული პრობლემების მოგვარებას.
აქვე მინდა გამოვეხმაურო “სითი პარკის” მიერ გაკეთებულ განცხადებებს. სამწუხაროდ, კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, აღნიშნული პროცესი განიხილოს პოლიტიკურ ჭრილში, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა “სითი პარკის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების ყოველგვარი მცდელობა საფუძველს მოკლებულია და არავის მივცემთ შესაძლებლობას მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში. ჩვენ ბიზნესთან გვაქვს ჯანსაღი, სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული ურთიერთობა. მერიის კარი ყოველთვის ღიაა ბიზნესსექტორისთვის. ჩვენ მივესალმებით როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების, მათ შორის ისრაელის კომპანიების ბიზნესაქტივობებს. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ მათი წინადადებები და ზოგადად ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქალაქში,”- განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, “ჯარიმებიდან შემოსული თანხები, ყველა თეთრი მიმართული იქნება იმისკენ, რომ მომდევნო წლებში სატრანსპორტო სისტემა განვავითაროთ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები