სოფელ შავშებთან ავარიას საფეხბურთო კლუბ “ფოთის კოლხეთის” ავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საფეხბურთო კლუბ “ფოთის კოლხეთის” ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა, 6 მგზავრი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან ფეხბურთელებიც.

დაშაცებულები კლინიკა გორმედში და სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

პირველადი სანედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, გორმედიდან 3 პაციენტი მალევე გაწერეს. შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სოფელ შავშვებთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსი ბორდიურს შეეჯახა. ავარიის მიზეზის დასადგენად რამდენიმე სახის ექსპერტიზაა დანიშნული. გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები