დიმიტრი ხუნდაძე ქალთა კვოტირებაზე: ინდიკატორად არა სქესი, არამედ ჭკუა, გონება და გამოცდილება უნდა იქნას გამოყენებული

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ქალთა სავალდებულო ქვოტირებას არ ეთნხმება და აცხადებს, რომ ინდიკატორად არა სქესი, არამედ, ჭკუა, გონება და გამოცდილება უნდა იქნას გამოყენებული. ასეთი ქვოტირებით მათ არათუ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვაყენებთ, არამედ, პირიქით, შეურაცხვყოფთ.
-„უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ მანდილოსნების მიმართ, მაგრამ, ვფიქრობ შეურაცხმყოფელია, როდესაც მათ წინასწარ დაჯავშნულ ადგილებს ვთავაზობთ. ისინი არაფრით ჩამორჩებიან საპისპირო სქესს. იმისათვის რომ პარლამენტში და არამარტო პარლამენტში მოიპოვონ საკუთარი ადგილი, მათ არ სჭირდებათ წინასწარ ხელოვნური დაგეგმარება.
და საერთოდ, რა შუაშია სქესი? ინდიკატორად არა სქესი, არამედ, ჭკუა, გონება და გამოცდილება უნდა იყოს გათვალისწინებული პარლამენტშიც, მთავრობაშიც და ყვენგან. მითუმეტეს იქ, სადაც მაღალი პასუხისმგებლობაა და სადაც ქვეყნისთვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, რომელიც თანაბრად ეხება ქალებსაც და კაცებსაც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები