„მნიშვნელოვანია საზმაუს ბორდში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა“

„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბორდში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„გამომდინარე იქედან, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში არის ზუსტად ეროვნული უმცირესობების ინტერესების რეალიზაცია, მათი უფლებების კიდევ უფრო მყარად  დაცვაზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე, მნიშნელოვანია ასეთი წარმომადგენლობა. თუ იქნება ასეთი შეხვედრის სურვილი, მზად ვარ ეს განვიხილო”,- განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები