მერაბ ქვარაია: რეზულუცია არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს

ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას თქმით, არჩილ ტატუნაშვილი და გიგა ოთხოზორია არიან ის ადამიანები, რომლებიც, ტრაგიკული აღსასრულით, სამშობლოსთვის თავდადებულ ქართველთა რიგებს შეუერთდნენ.

“მნიშვნელოვანი დოკუმენტი – რეზულუცია, რომელიც დღეს მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო გააკეთებს ყველაფერს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დიპლომატიურ ასპარეზზე, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყოს დაცული საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში და საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს”, – აცხადებს ქვარაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები