ბათუმში, მუშა მეორე სართულიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე სახლის მეორე სართულიდან მუშა ჩამოვარდა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მეორე სართულზე სახურავის გამოცვლას ცდილობდა და საწვიმარს ცვლიდა.
მეზობლის თქმით, მათ სახლის შეკეთების მოთხოვნით, ბათუმის მერიას მიმართეს, მუშები კი მერიამ დაიქირავა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები