მამუკა მდინარაძე რეზოლუციაზე: ეს პრევენციის უზრუნველყოფის დოკუმენტია

„სანქციები იმ პირთა მიმართ დაწესდება, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულში არიან მხილებული, სტატუსით კი – ბრალდებულები და მსჯავრდებულები”,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე მსჯელობენ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, რეზოლუცია პრევენციის უზრუნველყოფის დოკუმენტია, რომელიც რეალური სანქცია იქნება.
„საერთაშორისო თანამეგობრობასთან უნდა ვიმუშაოთ, რომ მათ მიმართ სავიზო, საბანკო შეზღუდვები დაწესდეს. ეს პრევენციის უზრუნველყოფის დოკუმენტია, რადგან როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის, უნდა იცოდეს, რომ მათი გადასახედიდან ფორმალური გამოძიების გარდა, რეალური სანქციებიც იქნება“, – აღნიშნა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი რეზოლუციის პროექტის მიღებას ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. პროექტი „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები